15 იანვარი 2026,   01:48
ვრცლად
„ტალახის სროლის პოლიტიკა“ და „მზაკვრული გეგმა,“ - ალასანია შიდა პოლიტიკურ საკითხებზე

„ტალახის სროლით პოლიტიკის კეთება წარსულს უნდა ჩავაბაროთ, პოლიტიკის კეთება ტალახის სროლითა და სხვადასხვა უმსგავსო ნაბიჯით, წარსულს უნდა ჩავაბაროთ," - ირაკლი ალასანია.

თავდაცვის ყოფილი მინისტი ასე იხსენიებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ.

"თავისუფალი დემოკრატების" პირველმა ნომერმა ეს განცხადება გაზეთ ”კვირასთან” საუბრისას გააკეთა. ალასანია აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ მიმართული „მზაკვრული გეგმის“ ავტორები პასუხს შესაბამისი კანონის მიხედვით აგებენ.

"მე დავინახე მიზანმიმართული ჩანაფიქრი და იერიშის მოტანა ჩვენზე. რატომ წაუყენეს ბრალი მაინცდამაინც იმ დღეს, როდესაც მე უმნიშვნელოვანესი ვიზიტით ვიყავი საფრანგეთში და ხელს ვაწერდი შეთანხმებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე? სწორედ ახლა რატომ წამოსწიეს წინ ჯარისკაცების კვებაზე ჩემ მიერვე გადაგზავნილი საქმე? მე გამოძიების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, გამოძიება უნდა ჩატარდეს და გაირკვეს თეთრი და შავი. დარწმუნებული ვარ, პასუხის გება მოუწევთ თავად იმ პირებს, ვინც ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრეს," - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

რაც შეეხება "თავისუფალი დემოკრატების" გეგმებს, ალასანიას თქმით, ისინი მომავალი არჩევნებისთვის მოემზადებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები