12 იანვარი 2026,   09:56
ვრცლად
თბილისში ავტომობილები დააზიანეს

თბილისში ავტომობილები დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქემ მოგვაწოდა. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ სანზონაში, გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. მოქალაქის ინფორმაციით, დაზიანებულია 2 ავტომობილი. 

რუსთავი2 ინფორმაციის გადამოწმებისთვის შს სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დაკავებულია ეჭვმიტანილი.

დაკავებულს გამოძიება სხვისი ქონების დაზიანებას ედავება. 

 

 

დღის ამბები