14 იანვარი 2026,   09:47
ვრცლად
ბალტიის ქვეყნების საზოგადო მოღვაწეები რეგიონში ნატოს მუდმივი ბაზების შექმნას ითხოვენ

ბალტიის ქვეყნების საზოგადო მოღვაწეები ბარაკ ობამას ღია წერილით მიმართავენ და რეგიონში ნატოს მუდმივი ბაზების შექმნას ითხოვენ. წერილს 200 ცნობილი ადამიანი აწერს ხელს. ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის საზოგადო მოღვაწეების შეფასებით, სუვერენული უკრაინის ტერიტორია იმიტომ არის ოკუპირებული, რომ მან ბალტიის ქვეყნების მსგავსი განვითარების გზა აირჩია.

”რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის. ის მოიცავს რუსეთის მიზანს, აღდგეს საბჭოთა კავშირი. დღეს უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ მთელი ევროპის საზღვრების ურღვევობისა და თავისუფლებისთვის,” - წერენ ავტორები. საზოგადო მოღვაწეები საერთაშორისო გაერთიანებას ბალტიის რეგიონში კოალიციური ძალების მუდმივი განლაგებისკენაც მოუწოდებენ, რადგან მათი შეფასებით, დღეს ამაზეა დამოკიდებული მთელი ევროპის უსაფრთხოება.  

დღის ამბები