10 იანვარი 2026,   08:58
ვრცლად
შსს მასწავლებლის მიერ მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს

შსს-მ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომლის თანახმადაც 54 წლის მასწავლებელს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი 2-ს განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის აღძრული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

დღის ამბები