პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ეროვნული უშიშრების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს სამხედრო ძალებში დაგეგმილი საკითხები განიხილება. შესაბამის ინფორმაციას უშიშროების საბჭოს წევრებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი წარუდგენს. მოხსენებით გამოვა გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძეც.
პრეზიდენტის რეზიდენციაში საბჭოს ყველა წევრი იმყოფება. დღევანდელ სხდომაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვერ მონაწილეობს, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.