12 იანვარი 2026,   01:23
ვრცლად
ჩვიდმეტ დღიანი გაფიცვა ტყიბულში დასრულდა - შეთანხმება მიღწეულია

რამდენიმე წუთის წინ კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა ტყიბულში საქნახშირის ხელმძღვანელობასა და მეშახტეებს შორის შეხვედრა. ხვალიდან მაღაროელები სამუშაოს უბრუნდებიან. დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგად კი მაღაროელებს ხელფასები 5-10%-ით მოემატებათ. ამის შესახებ მათ პირობა კომპანიის ხელმძღვანელობისგან მიიღეს.  

გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას 40 %-ით ითხოვდნენ, თუმცა კომპანია მხოლოდ 5-10%-ით ხელფასების ზრდას დასთანხმდა.

ამ წუთებში ტყიბულში აქცია დაიშალა.

დღის ამბები