14 იანვარი 2026,   20:30
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" მოკლე მეხსიერება გაქვთ,"- აკაკი ბობოხიძე

ტყიბულში განვითარებული მოვლენები და მეშახტეებთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთი მთავრი თემა იყო, რომელზეც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ისაუბრეს.  ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლება ამ მიმართულებით უმოქმედობაში დაადანაშაულა.

“მე კი ვიცი, რომ ქართულ ოცნებას მოკლე მეხსიერება გაქვთ და არ გახსოვთ 2012 წელს რას ამბობდით, რას ჰპირდებოდით ხალხს და არ გამკვირვებია, რომ 2006 წლის მდგომარეობა არ იცოდეთ. 2006 წლამდე შახტები უბრალოდ გაჩერებული იყო, მაშინ გუბერნატორი ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ყველა მაღარო ფეხდაფეხ გვაქვს მოვლილი და ყველა მაღაროში პრეზიდენტი პირადად იყო ჩასული იმისათვის, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა,  რომ შახტები ამუშავებულიყო. დღეს საქართველოს ხელისუფლებამ არც კი იკადრა და ტყიბულელ მეშახტეებთან არ გამოჩენილა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარების თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ.     

საპარლამენტო ოპოზიციას უპასუხა ტყიბულის მაჟორიტარმა  დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ.

“თუ ნამდვილად გული შეგტკივათ ტყიბულელ მეშახტეებზე მე გთხოვდით, რომ დაგეჭირათ მხარი და არა ის, რომ გამოიყენოთ კონკრეტული ადამიანების სოციალური პრობლემა დემაგოგიისათვის, პოლიტიკური გამოსვლებისა და პოპულიზმისათვის“ -აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი 

დღის ამბები