13 იანვარი 2026,   19:07
ვრცლად
მუსიკალურ-ექსპერიმენტული პროექტი Soap & Skin-ის კონცერტი რუსთაველის თეატრში

ავსტრიული მუსიკალურ ექსპერიმენტული პროექტი Soap & Skin, რუსთაველის თეატრში კონცერტს დღეს საღამოს გამართავს. Soap & Skin 25 წლის ავსტრიელი ხელოვანის ანია პლაშგის პროექტია, მუსიკოსი ავსტრიული პოპის ახალ ვარსკვლავად აღიარეს.  

Björk-სა და სერგეი რახმანინოვით შთაგონებულმა შემსრულებელმა, სადებიუტო ალბომი Lovetune for Vacuum 2009 წელს გამოუშვა და მალევე მოხვდა ავსტრიის, გერმანიისა და საფრანგეთის მუსიკალურ ჩარტებში. კონცერტი ახალი ქართული კულტურული პროექტის მუზა-მეს პრეზენტაციის ფარგლებში იმართება.

დღის ამბები