საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მიუღებელია თავდაცვის მინისტრის მიერ მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. პრემიერმა კოალიციაში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადება დღეს გაავრცელა.
„თინათინ ხიდაშელი პირველ რიგში მთავრობის წევრია, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა
მისი თქმით, დაუშვებელია საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული.