16 იანვარი 2026,   10:54
ვრცლად
გიგლა აგულაშვილი შესაძლოა მერიის ეკოლოგიის სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა შეცვალოს

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის წინ უკვე ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო ცვლილებების შესახებ, რომელიც რესპუბლიკელებს შეეხებათ. 

საინფორმაციო სააგენტო Front News-ი წერს, რომ გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის შემცვლელად თბილისის მერიის ეკოლოგიის სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილის კანდიდატურა განიხილება.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმინისტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შიდაკოალიციური დაპირისპირება მიუღებელ ფორმებს იღებს და იმ შემთხვევაში თუ მხარეები მის მოწოდებებს არ გაითვალისწინებენ კვირიკაშვილი შესაბამის რეფორმებს გაატარებს.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მთავრობის კანცელარიაში რესპუბლიკელებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა ჩაინიშნა, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.  

 

დღის ამბები