რესპუბლიკელებისა და პრემიერმინისტრის შეხვედრა დასრულდა. დავით ბერძენიშვილმა, ხათუნა სამნიძემ, თინა ხიდაშელმა და პარტიის სხვა წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
შეხვედრა, რომელიც პრემიერის დღევანდელი განცხადების შემდეგ ჩაინიშნა ზუსტად 21:00 საათზე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმინისტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შიდაკოალიციური დაპირისპირება მიუღებელ ფორმებს იღებს და იმ შემთხვევაში თუ მხარეები მის მოწოდებებს არ გაითვალისწინებენ კვირიკაშვილი შესაბამის ცვლილებებს განახორციელებს.