16 იანვარი 2026,   13:32
ვრცლად
ქართველი ძალოსანი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი ძალოსანი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძალისმიერ სამჭიდში შეჯიბრი დუბაიში გაიმართა, სადაც თეონა რუსაძემ 75 კგ-ის აზიდვით გამარჯვება მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონობამდე, 27 წლის სპორტსმენს უკვე მოგებული ჰქონდა აზიისა და ევროპის პირველობები.

თეონა რუსაძე ქუთაისში სასწრაფო დახმარების ექთნად მუშაობს, სამჭიდით კი ბოლო 7 წლის განმავლობაშია დაკავებული.

დღის ამბები