16 იანვარი 2026,   13:32
ვრცლად
ქუთაისში ჩვილის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, ჩვილის ცხედარი იპოვეს. როგორც კურიერის ჟურნალისტი ქუთაისიდან იტყობინება, ბავშვი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ის ქუთაისის ერთ-ერთ ეზოში იპოვეს. ცხედარი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული.

 

ბავშვის ვინაობა და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. დანიშნულია ექსპერტიზა. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის"  112–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები