ფარული ჩანაწერების გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, გიორგი პაპუაშვილს ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის თქმით, რაც უფრო მოხალოვდება არჩვენები, მსგავსი განცხადებების რიცხვი მით უფრო მოიმატებს.
“მიზანმიმართულია იმისათვის, რომ აჟიოტაჟი ატყდეს მის გარშემო, ადამიანის გარშემო რომელმაც ვერ ჰპოვა კარიერის შემდგომი განვითარება, პერსპექტივა. ორკესტრირებულია იმისათვის, რათა კიდევ ერთი ჩრდილი მიაყენონ კიდევ ერთ სტრუქტურას. ასეთი მცდელობები ბევრი იქნება და რაც მოახლოვდება არჩევნები ვფიქრობ ასეთი განცხადებები კიდევ იქნება და არ ღირს ყველა საკითხზე მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება“ - განაცხადა ვოლსკიმ.