პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქორწინება-ქალისა და კაცის ერთობის სახით კონსტიტუციით უნდა იყოს დაცული. განცხადება ამის შესახებ კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ პოსლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.
"კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე, განხილულ საკითხთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა ლოალიციამ. რესპუბლიკურმა პარტიამ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია რაც ეხება არა საკითხის შინაარს არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს,"-აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.