12 იანვარი 2026,   18:35
ვრცლად
აფხაზეთის საკითხის განხილვა პარლამენტში დარბაზის უქონლობის გამო ვერ იწყება

აფხაზეთის საკითხის განხილვა პარლამენტში დარბაზის უქონლობის გამო ვერ იწყება. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოდან ”კურიერის” კორესპოდენტი იუწყება.

დარბაზში, სადაც ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, პარლამენტის "ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის" სხდომა მიმდინარეობს. რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმებაზე პარლამენტს დღეს 18:30-ზე უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომის მონაწილეები ამ დრომდე დერეფანში იცდიან. 

საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც, რომლებიც დღევანდელ განხილვას დაესწრებიან.

საპარლამენტო უმცირესობას დეპუტატი გიორგი კანდელაკი და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილი წარმოადგენენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები