ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებული მთავრობის მოწონებული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, გედევან ფოფხაძის შეფასებით, კოლეგების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე დასმული ზოგიერთი შეკითხვა გამომწვევი იყო და ამიტომ ის ასეთ კითხვებს პასუხს არ გასცემს.
”ზოგიერთი კითხვა იყო გამომწვევი. ისეთი, რომელსაც მე ჩემს კოლეგას არ ვაკადრებ. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად უნდა დავიცვათ კორექტულობის ნორმები," - განაცხადა ფოფხაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტზე, სადაც აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.
ის ამბობს, რომ "ქვეტექსტებით იმაზე მინიშნება, რომ ის ვინმეზე ნაკლები პატრიოტია", მართებულად არ მიაჩნია.
"იმის გამო, რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს, მე ქვეტექსტურად რატომ უნდა მიმანიშნო, რომ ვარ იმაზე უარესი, ვიდრე შენ ხარ?" - აღნიშნა ფოფხაძემ.