12 იანვარი 2026,   18:25
ვრცლად
ნორვეგია მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევად აფასებს

„არ ვაღიარებ ე.წ. „შეთანხმებას მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიის- აფხაზეთს, შორის იქნა გაფორმებული. ნორვეგია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - ეს განაცხადება ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორგე ბრენდემ, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულების“ შეფასებისას გააკეთა.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.  

მისი შეფასებით, მოსკოვის აღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან.

„შეთანხმება წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან. ასევე არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც კიდევ უფრო ართულებს საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებას," - ამბობს ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და დასძენს, რომ "ნორვეგიული მხარე მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმებითა და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. რუსეთმა უნდა გააუქმოს გადაწყვეტილება სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და გამოიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.“

 

 

დღის ამბები