ტყვეების გაცვლის პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასრულებულია. როგორც კურიერის კორესპონდენტი იტყობინება გაცვლის პროცესი ენგურის ხიდის ნაცვლად ჭუბურხინჯში მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით რუსულმა მხარემ 8-9 ტყვე გაათავისუფლა, რის სანაცვლოდაც მათ სავარაუდოდ 3 პატიმარი გადაეცათ. როგორც ცნობილია მათ შორის არ არის რუსების მიერ მოთხოვნილი ტერაქტზე ნასამართლევი კოჭოია.
ამ წუთებში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი ტყვეები ზუგდიდის რაიონის სამხარეო პოლიციაში იმყოფებიან.