103 ხმით 27-ის წინააღმდეგ ევროსაბჭომ მწვავე დებატების ფონზე დღეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტში, ერთის გარდა, ყველა ის ცვლილება შევიდა, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ მოამზადა და მანამდე მონიტორინგის კომიტეტემა დაამტკიცა. ევროსაბჭომ მხოლოდ ცვილებების 33-ე მუხლი არ გაითვალისწინა, როემლიც ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.
პარაგრაფი 33:
ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მმართველი კოალიციის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გადაწყვეტილებებში ჩარევის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გადადგა 2013 წელს და აღარ უკავია არანაირი თანამდებობა, ივანიშვილი საკონსტიტუციო ჩარჩოს მიღმაა. წამყვანმა მინისტრებმა, პრემიერ- მინისტრის ჩათვლით, საჯაროდ დადასტურეს, რომ რეგულარულად გადიან კოსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან.
Amendment 33
"The Assembly expresses its concern over the reported interference by the former Prime Minister and the founder of the ruling coalition, Bidzina Ivanishvili, in the Georgian Government"s decision making. Not holding any office since his resignation in 2013, Mr Ivanishvili stands outside the constitutional framework. Senior ministers, including the Prime Minister, have publicly confirmed that they regularly "consult" Mr Ivanishvili."
დანარჩენი შესწორებები უცვლელად არის ასახული რეზოლუციაში:
პარაგრაფი 24:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, საგამოძიებო ორგანოები პარტიის რამდენიმე ათას აქტივისტს და მხარდამჭერს რეგულარულად (30-ჯერ და მეტჯერ) კითხავდნენ და აშინებდნენ. მთავარ ოპოზიციურ ფიგურებს, პარლამენტის წევრების ჩათვლით კი ძალადობრივად დაესხნენ თავს.
პარაგრაფი 25:
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორ წელიწადში ყოფილი მმართველი პარტიის მთელი ხელმძღვანელი პირები დააკავეს ან მათ წინააღმდეგ გამოძიებებია დაწყებული. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და თბილისის ყოფილი მერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გიგი უგულავა წინასასამართლო პატიმრობაში იმყოფებიან. ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კი ბრალი წარედგინა და დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა მიესაჯა ისვე, როგორიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს.
ანგარიშის შემდეგ მუხლებში ნათქვამია:
ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული უკიდურეს ზომად, როდესაც არსებობს გაქცევისა და მიმალვის, სასამართლო პროცესის მსვლელობაში ჩარევის ან სერიოზული დანაშაულის ჩადენის გამოკვეთილი რისკი ან საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისთვის. პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.
ამ პარაგრაფს დაემატა:
ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ფართოდ გამოიყენება ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრთა ქონების დაყადაღების პრაქტიკა სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც არ უკავშირდება უკანონო გზით მოპოვებული აქტივების ბრალდებებს.
გარდა ამისა:
- ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ფართოდ გამოიყენება ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრთა ქონების დაყადაღების პრაქტიკა სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებიც არ უკავშირდება უკანონო გზით მოპოვებული აქტივების ბრალდებებს.
- ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინასასამართლო პატიმრობის ხანგრძლივობის გამო და სთხოვს ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა არსებული კანონიერი ბერკეტი, რომ დაპატიმრება შეცვალოს სხვა არასაპატიმრო გამაფრთხილებელი ზომით.
Amendment 24
"UNM has reported that several thousand of its activists and supporters were regularly interrogated and intimidated by various investigative agencies (some up to 30 times). A number of major opposition figures, including members of parliament, were violently attacked.”
Amendment 25
"It has to be noted that 2 years on, almost the entire leadership of the former ruling party has been arrested or is under prosecution or investigation: former PM and UNM Secretary General, Vano Merabishvili, former Defence Minister, Bacho Akhalaia, and former Tbilisi mayor and UNM campaign mangager, Gigi Ugulava, are in prison (pre-trial detention). The former President, Mikheil Saakashvili, has also been charged and sentenced to pre-trial detention in absentia as well as former Minister of Defence, David Keserashvili, and former Minister of Justice, Zurab Adeishvili."
- The Assembly emphasises that detention on remand should only be used as a measure of last resort, when there is a clear risk of absconding, interference with the course of justice, or a serious risk that the person will commit a serious offence or pose a threat to public order. and it should not be used for political purposes.
- "expresses concern over the widespread application of asset freezing to family members of opposition figures and former government officials in criminal cases not involving allegations concerning ilicit assets;"
- "expresses its concern about the length of the pre-trial detention of former Defence Minister Bacho Akhalaia and asks the authorities to use all legal means available to replace his detention on remand with some other non-custodial precautionary measure."