13 იანვარი 2026,   06:10
ვრცლად
რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება მინისტრმა ბაქრაძემ რიჩარდ ნორლანდთან განიხილა

რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩისა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

რიჩარდ ნორლანდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები სოჭში გაფორმებულ შეთანხმებას უკანონოდ მიიჩნევს.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს ერთგულებასა და ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი საქართველოს ამ შეთანხმების განხორციელებაში,“ - აღნიშნა  შეერთებული შტატების ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თქმით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის ხმა მკაფიოდ და ხმამაღლა გაისმის ამ მიმართულებით,“ -  განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები