ბათუმელი მეზღვაურის სოსლან კაკაბაძის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. უკვე 8 თვეა სოსლან კაკაბაძე ლიბიაში ქალაქ ტრიპოლიში დაპატიმრებულია. ტოგოს დროშით მცურავ ხომალდზე სამართალდამცავებმა კონტრაბანდული ნავთობი აღმოაჩინეს, რის გამოც ეკიპაჟის 5-ივე წევრი საპყრობილეში გადაიყვანეს. ქართველი მეზღვაური, რომელიც ხომალდზე მზარეულად მუშაობდა ადვოკატის აყვანას ითხოვს, რისი ფინანსური სახსრებიც ოჯახს არ გააჩნია. ოჯახს წევრები მტკიცებით მათ საქმის კურსში ჰყავთ საზღვაო ადმინსტრაცა და ლიბიაში საქართველოს ელჩი.