13 იანვარი 2026,   10:05
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრის რჩევები ევროპელ ლიდერებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაზეთ Financial Times-ს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ესაუბრა და ევროპას რჩვები მისცა, როგორ უნდა მოიქცნენ თუნდაც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.  

ღარიბაშვილი დასავლელ ლიდერებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების უფრო მეტი დაგმობისკენ მოუწოდებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად მხოლოდ სანქციები საკმარისი არ იქნება და დასავლეთის ლიდერებს პუტინთან პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, დასავლეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი დიალოგი უნდა აწარმოონ უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად და მხოლოდ სანქციები ვერ იქნება საკმარისი საკითხის მოსაგვარებლად.

ღარიბაშვილის თქმით, დასავლეთის მხრიდან 2008 წელს საქართველოში რუსულ აგრესიაზე უფრო მკაცრი რეაგირების არარსებობამ დააჯერა მოსკოვი, რომ მისი ინტერვენცია უკრაინაში დაუსჯელად ჩაივლიდა.

მისი თქმით, „მხოლოდ სანქციები“ ვერ შეცვლის რუსეთის ქმედებების ხასიათს, ხოლო ისეთი საკამათო ნაბიჯები, როგორიცაა უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდება, ომის კიდევ უფრო გამძაფრების რისკს შეიცავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები