14 იანვარი 2026,   11:18
ვრცლად
რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის დისკუსიის წინ ანტირუსული გამოსვლების გააქტიურებაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიის წინ ოფიციალური თბილისის მხრიდან კვლავ ანტირუსული გამოსვლების გააქტიურებაზე საუბრობს. სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ პრაღის შეხვედრაზე ქართველ პარტნიორებს მოუწოდეს დაიცვან ზომიერება რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.

"საქართველოს კონფრონტაციული პროპაგანდა არანაკლებ დამღუპველ გავლენას ახდენს ჟენევის დისკუსიიის ატმოსფეროზეც" - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლავროვის უწყება იმედოვნებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის მონაწილეები ქართული დელეგაციის ჩათვლით, 22-23 მარტს დაგეგმილ შეხვედრას კონსტრუქციულ ჭრილში წარმართავენ.

დღის ამბები