ხმაური იყო დღეს ფოთში. სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, საერთაშორისო გადაზიდვებს ძირითადად, აზერბაიჯანელი მძღოლები ახორციელებენ. ისინი კი სამუშაოს გარეშე რჩებიან. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანელ მძღოლებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დროულად ჩაერიოს პროცესებში. მდგომარეობის დასარეგულირებლად კი, ხელისუფლებას ათდღიან ვადას განუსაზღვრავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.