"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროკურატურის მიერ დადენილ ბრალთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელსაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში ახორციელებს.
„ქართული ოცნება რუსი ოლიგარქის მეშვეობით, რომლის მიზანია რუსეთის ინტერესები დაიცვას და არა საქართველოს ინტერესები, ებრძვის იმ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იბრძოდნენ საქართველოსთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, წარმატებისა და გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა.
მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ საქმეების წამოწევით ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გადაფაროს.
„ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური ბრალდებების, რომელიც ხორციელდება "ნაციონალური მოძრაობის" წინაღმდეგ. ეს არის მცდელობა, რომ გადაფარონ ის მოვლენები, რაც მიმდინარეობს," - ამბობს დეპუტატი.