14 იანვარი 2026,   15:13
ვრცლად
გადადგეს პაატა ზაქარეიშვილი - აქცია სამინისტროსთან

ამ წუთებში თანასწორობისა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მაშხალებით და სასტვენებით ლეონიძის ქუჩაზე სამინისტროს შენობასთან არიან შეკრებილები. „გადადექი“, „გადადექი“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.  

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმება, საქართველოს სწორი პოლიტიკის მიღწევად შეაფასა.

„ზაქარეიშვილის განცხადებები ყოველთვის არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის არამარტო ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობას“, - განუცხადა "კურიერს" აქციის მონაწილე მეგი გოცირიძემ.

საპროტესტო აქციის ორგანიზება სოციალური ქსელით მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები