ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნას ითხოვს. ინიციატივა უმცირესობამ დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა. ნაციონალური მოძრაობის პროექტის მიხედვით, კომიტეტმა მუშაობა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალია მოწვევის პარლამენტთან ერთად უნდა დაიწყოს მუშაობა. უმრავლესობას შეკითხვები ბიუროზე დღეს კომიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჰქონდა.
“კომიტეტის შექმნა ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და თუ თქვენც დაგვეთანხმებით არა ამ წელს არამედ შემდეგ წელს, ანუ ამ საბიუჯეტო წელს არ იქმნება. შეგვიძლია გავაკეთოთ ეს შესწორება თუ საჭიროა, არანაირი ორი თვე აქ იქნება, როდესაც ახალი პარლამენტი შეიქმნება, ეს საკითხი დღის წესრიგში იყოს ისე, რომ შეიქმნას მომავალ წელს ანუ 2017 წლიდან დაიწყოს ფუნქციონირება" - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა.
ქართული ოცნება - რესპუბლიკელების წევრის ნოდარ ებანოიძის თქმით, პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები მთავრობას მიმდინარე წელს უნდა წარუდგინოს.
“მომავალი ბიუჯეტის პარამეტრები ახლა უნდა წარვუდგნოთ პარლამენტის, ამიტომ ეს თემა ისედაც უკავშირდება ფინანსებს. ანუ გადაწყვეტილება არ არის მომავალი წლიდან, ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები მთავრობას უნდა წარვუდგინოთ უკვე მიმდინარე წელს" - აღნიშნა ნოდარ ებანოიძემ.