17 იანვარი 2026,   00:05
ვრცლად
EPP-ის პრეზიდენტი საქართველოში ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავასა და ბაჩო ახალაიას შეხვდება

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჟოზეფ დოლი საქართველოში ჩამოდის. ის დედაქალაქში 29 მარტს ჩამოვა და 30-ში ე.წ. მატროსოვის ციხეში გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიას შეხვდება. 

ამავე დღეს დაგეგმილია დოლის კიდევ ერთი შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან პარტიის ცენტრალურ ოფისში. 

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ბოლო დღეს ტაბახმელაში იუნკერების მემორიალს ყვავილებით შეამკობს, რის შემდეგაც დღის ბოლოს შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს. 

 

დღის ამბები