საქართველო უკრაინაში დახმარებას აგზავნის. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დღეს 4 სექტემბერს განაცხადა. მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დანიშნულების ტვირთი კიევში თვითმფრინავით გაიგზავნება.
„აბსოულუტურად ყველაფერი, რაც უნდა გავუგზავნოთ, უკვე მოძიებულია. ამისთვის მოიებულია შესაბამისი თანხაც. ხვალ მთავრობის სხდომაზე იქნება გატანილი ეს საკითხი. სატრანსპორტო კომპანიებთანსც უკვე მოვილაპარაკეთ, განფასდა ეს ყველაფერი და პირველი რეისი წავა მომავალი კვირის ოთხშაბათს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.