ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.3745 ლარი გახდა. 1 ევრო კი 2.6602 ლარი ღირს.
გუშინ მოქმედი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3581 ლარი ღირდა. 1 ევრო კი - 2.6335 ლარი.
კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კურსი შედარებით მაღალია.
ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში, რამდენიმედღიანი უეცარი გამყარების შემდეგ, ბოლო ერთი კვირაა, ყოველდღიურად უფასურდება.