საკანონმდებლო ორგანომ მოსმენების შესახებ არსებული 2 კანონპროექტიდან მხოლოდ ერთი ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტი მიიღო პირველი მოსმენით. კანონპროექტს 74-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 57 კი წინააღმდეგი იყო.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ფარული მოსმენების შესახებ ე.წ. გასაღების გადაცემას ითვალისწინებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სასამართლოსთვის. ამ პროცესში მაკონტროლებელი როლი კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა უნდა შეასრულოს.
მოსმენების შესახებ კიდევ ერთ კანონის პროექტს რომელიც იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ შეიმუშავა საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრის დროს საკანონმდებლო ინიციატივას მხარ დეპუტატთა სრული რაოდენობიდან მხოლოდ 61-მა დაუჭირა.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგაც დეპუტატები ბესელია-სესიაშვილი- ფოფხაძის მიერ მომზადებულ კანონის პროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.