ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ირაკლი შიხიაშვილმა, თანამდებობა დატოვა.
თავად ირაკლი შიხიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი შიხიაშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა ქონდა. ამ დრომდე უცნობია, ვინ მოიაზრება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე და გააგრძელებს თუ არა თავად ირაკლი შიხიაშვილი სხვა თანამდებობაზე მუშაობას.