13 იანვარი 2026,   07:20
ვრცლად
პროკურატურამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის არქივის ყოფილი თანამშრომელი დაკითხა

პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი. არქივის სამსახურის ყოფილ თანამშრომელს ავთანდილ კემულარიას 5 საათზე მეტხანს კითხავდნენ. ის საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით გამოიძახეს.

გამოძიების კითხვები 2008 წლის საარქივო მასალას და გენოციდის და ჰუმანიტარული ნორმების დარღვევების ფაქტებს უკავშირდებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები