13 იანვარი 2026,   12:50
ვრცლად
ეკა ზღულაძე და ზურაბ ადეიშვილი უკრაინის მთავრობაში - Liga.net

საინფორმაციო სააგენტო Liga.net-ის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობაში მინისტრებად და მათ მოადგილეებად საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნა განიხილება.

არსებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ ეკა ზღულაძის კანდიდატურა განიხილება. ის წლების განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ბოლო პერიოდში კი მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა.

Liga.net-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა განიხილება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, იგეგმება კიდევ ერთი პოსტის - ბიზნესომბუდსმენის შექმნა, რომლის ხელმძღვანელობა საქართველოს ექსპრემიერმინისტრ ნიკოლოზ გილაურს შესთავაზეს, თუმცა მან ამ პოსტზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ცვლილება უკრაინის კანონმდებლობაში რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, რომლის მიხედვითაც უკრაინის მთავრობას შესაძლებლობა აქვს უკრაინის მთავრობაში დანიშნოს უცხოეთის მოქალაქე ამა თუ იმ თანამდებობაზე.

Liga.net-ის მიერ მომზადებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პეტრე პოროშენკოს გუნდში კომენტარები არ კეთდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები