კომისიის სხდომა ცესკოში - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები დაამტკიცა.
საუბარია 30 საარჩევნო ოლქის საზღვრებზე თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. საარჩევნო ადმინისტრაციას ამისთვის პირველ აპრილამდე ჰქონდა ვადა.