ხელჩართული ჩხუბი წალკის საკრებულოში. ქართული ოცნების დეპუტატებმა ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელს იური მოდებაძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს.
დეპუტატებთან ერთად ჩხუბში წალკის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი გიგინეიშვილიც იღებდა მონაწილეობას.
იური მოდებაძეს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ჩხუბი საკრებულოში მას შემდეგ დაიწყო, რაც იური მოდებაძემ საკრებულოს წევრებს და თავჯდომარემ არასწორედ გახარჯულ თანხებზე განმარტებები მოთხოვა.
საქმე 2013 წელს წყლის რეაბილიტაციისთვის გახარჯულ 2 მილიონამდე ლარს ეხება. იმ პერიოდში ირაკლი გიგინეიშვილი გამგებლის მოადგილე იყო.
წალკაში არსებულ პრობლემებზე "რუსთავი2" რამდენიმე კვირის წინაც წერდა.