მთავრობის კანცელარიაში დღეს 18:00 საათზე პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რუსთავი2-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრემიერი კვირიკაშვილი შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.