პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ, თანამდებობა დატოვა.
ეს ინფორმაცია რუსთავი2-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მათი თქმით, ის აკადემიურ საქმინობას უბრუნდება. თუმცა, სხვა დეტალებზე მათ არ უსაუბრიათ.
ამასთან, რუსთავი2-ის ინფორმაციით, მან გადადგომის შესახებ განცხადება, დაახლოებით, 2 კვირის წინ დაწერა.
კვერენჩხილაძე რუსთავი2-თან ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მარტში მიიღო და განპირობებულია იყო იმით, რომ მას სურს, აკადემიურ საქმიანობას დაუბრუნდეს.