„კი ველოდებოდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ჩვენი მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივიზიდოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ბერუჩაშვილი აცხადებს, რომ მისთვის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობისგან მოულოდნელი არ ყოფილა რუსეთთან სამეკავშირეო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.
თამარ ბერუჩაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის ამ ქმედებებს საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით უნდა უპასუხოს.