ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონს დავით უსუაფშვილმა ხმა არ მისცა.
ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ კანონს მხარი არ დაუჭირეს თამარ კორძაიამ, მურმან დუმბაძემ, ვახტანგ ხმალაძემ და ირაკლი ჩიქოვანმა. ამ დეპუტატებმა კანონის მხარდაჭერისგან თავის შეიკავეს. განხილვას არ დასწრებიან თინა ხიდაშელი და "თავისულაფი დემოკრატების" ფრაქცია.
ფრაქცია "რესპუბლიკელებმა" და "ნაციონალურიმ მოძრაობამ" კი კანონს წინააღმდეგ მისცეს ხმა.
პარლამენტმა მხარდამჭერების სიმცირის მიუხედავად ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონი 73 ხმით 30-ის წინააღმდეგ მაინც დაამტკიცა.