16 იანვარი 2026,   22:15
ვრცლად
"ვცდილობ, მოვიპოვოთ, რა დაწერა, რომ გავიგოთ კარგად და ჩემი კომპეტენტური აზრი შემდეგ გამოვხატო," - ეკა ბესელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ მისითვის პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ალტერნატიული კანონპროექტი გაუგებარია.

ის ამბობს, რომ თავის "კომპეტენტურ აზრს"  მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც პრეზიდენტის პროექტს დაწერილი სახით ნახავს.  

"მე მეგონა, რომ ჯერ დაწერა და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო და არა პირიქით. ამიტომ ვცდილობ, მოვიპოვოთ, რა დაწერა, რომ გავიგოთ კარგად და ჩემი კომპეტენტური აზრი შემდეგ გამოვხატო. რაც მოვისმინე პრესკონფერენციით, პრეზიდენტისგან გავიგე ის, რომ მოდელს, რომელიც შევთავაზეთ პარლამენტს და მივიღეთ, ალტერნატივა არ აქვს. ველოდები, რას დაწერს და იქნებ წერის პროცესი დროულად დასრულდეს. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დოკუმენტი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, არ მოსულა," - განაცხადა ეკა ბესელიამ .

ამავე თემაზე
დღის ამბები