13 იანვარი 2026,   16:12
ვრცლად
„კოალიციის მოდერნიზაცია უნდა მოხდეს,“ - დავით ბერძენიშვილი

„კოალიციის მოდერნიზაცია უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა გადავიდეთ უფრო ევროპული ცხოვრების რეჟიმზე,“ - ეს განცხადება დავით ბერძენიშვილმა გიორგი გაბუნიასთან საუბრის დროს გააკეთა.

ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრს მიაჩნია, რომ კოალიციაში რეფორმები გარდაუვალია. თუმცა, გამორიცხავს, რომ ამ პროცესმა მმართველი ძალის დაშლა გამოიწვიოს.

„კურიერში“ საუბრისას დავით ბერძენიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია არ მიიღებს ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას. თუმცა, გაიზიარებენ თუ რესპუბლიკელები  პრეზიდენტის შენიშვნებს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები