საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი ამერიკული დოლარი 1.8421 ლარი ღირს. დღეს დადგენილი კურსით, ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებს. დღეს ლარი 0.0053 ნიშნულით დაეცა. ახალი გაცვლითი კურსი ძალაში ხვალიდან შევა. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც და ერთი ევროს ღირებულებამ 2.2872 ლარი შეადგინა.