პრეზიდენტის ადმინისტრაცია კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. გიორგი კვერენჩხილაძეს მიაჩნია, რომ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადება პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების უფლების შეზღუდვის თაობაზე აბსურდულია.
„ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლებაა, მისი შეზღუდვა კი სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება," - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.