13 იანვარი 2026,   03:13
ვრცლად
"საქართველო-უკრაინის თანამშრომლობაში რეგრესია,“ - უკრაინელი დეპუტატი

უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს გუნდში ფიქრობენ, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება უკრაინასთან არ თანამშრომლობს და ქვეყნებს შორის რეგრესი ვითარდება.

განცხადება ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე უკრაინელმა დეპუტატმა ვალოდია არიევმა გააკეთა. რადას დეპუტატი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებით.

„საქართველოს მოქმედი მთავრობა უკრაინასთან არ თანამშრომლობს, მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში რეგრესია. საქართველოს მთავრობის ეს დამოკიდებულება ვერ იქონიებს გავლენას იმ გადაწყვეტილების მიღების დროს, დავნიშნავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს უკრაინის მთავრობაში,“ - აცხადებს ვალოდია არიევი.

არიევის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინის მთავრობაში მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის რამდენიმე წევრის დანიშვნის საკითხი აქტიურად განიხილება.

„ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება წინგადადგმული ნაბიჯი და დავნიშნავთ იმ ხალხს, ვინც უკრაინას დაეხმარება,“ - განაცხადა პეტრე პოროშენკოს გუნდის წევრმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები