12 იანვარი 2026,   10:05
ვრცლად
თბილისის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცხადდება

თბილისის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცხადდება. ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ შესაბამისი ბრძანებას უკვე გამოსცა. კონკურსი ელექტრონულ მისამართზე: www.hr.gov.ge გამოცხადდება და განცხადებების წარდგენისათვის 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება, პირველი ეტაპია განცხადებების გადარჩევა, მეორე ეტაპი - ტესტირება, მესამე ეტაპი - გასაუბრება.

კომისიის გადაწყვეტილებით, მეორე ეტაპზე გამსვლელი ზღვარი 75%-ით განისაზღვრა, რაც 60 კითხვიდან 45 სწორ პასუხს გულისხმობს. ტესტირების ეტაპის გადალახვის გარეშე კონკურსანტი გასაუბრებაზე არ დაიშვება. გასაუბრებაზე კი მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვრა საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით, არანაკლებ 3 ქულისა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში მონაწილეებმა 4 დეკემბერიდან განცხადებები უნდა წარადგინონ.

დღის ამბები