15 იანვარი 2026,   00:15
ვრცლად
კონსულტაციები ეკა ზღულაძესთან - პოროშენკოს გუნდი ინფორმაციას ავრცელებს

ეკა ზღულაძე შესაძლოა უკრაინაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნოს.

ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში პეტრე პოროშენკოს გუნდის წევრებმა გაავრცელეს.

მუსტაფა ნაიემმი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ ეკა ზღულაძე ფრაქციის სხდომას დაესწრო, რომელსაც ასევე უკრაინის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

„ეკა ზღულაძე ფრაქციის სხდომაზე დასასწრებად საფრანგეთიდან ჩამოფრინდა და აღნიშნა, რომ კარგი სამსახური უკვე აქვს. თუმცა ეს მისთვის საინტერესო შანსია,” - წერს სოციალურ ქსელებში უკრაინის პრეზიდენტის გუნდის წევრი მუსტაფა ნაიემმი.

ამავე თემაზე
დღის ამბები