15 იანვარი 2026,   01:05
ვრცლად
ევროსაბჭო ახალაიას პატიმრობის ფორმის შეცვლას მოითხოვს

ევროსაბჭო საქართველოს ბაჩო ახალაიას პატიმრობის გამო აკრიტიკებს და წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო ფორმით შეცვლას მოითხოვს. მონიტორინგის კომიტეტი და მთავარი მომხსენებლები აცხადებენ, რომ ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობა მიუღებელია და ქართულმა მხარემ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკა უნდა გამოიყენოს, მაგალითად, შინაპატიმრობა ან სხვა თანამედროვე ტექნოლოგიები. ხელისუფლებაში კი ირწუმენიან, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და ახალაიას პატიმრობით კანონი არ დაურღვევეულა. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მსოფლიო სტანდარტია, როდესაც ერთ პირს რამდენიმე მძიმე დანაშაულზე ედავებიან და ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. კონსტიტუციის დარღვევას კატეგორიულად გამორიცხავს იუსტიციის მინისტრი, თუმცა მზადყოფნას აცხადებს, რომ კანონო შეიცვალოს.

ბაჩო ახალაიას 2012 წლის 6 ნოემბერს დაპატიმრების შემდეგ 8 საქმეზე 9 ბრალი წაუყენეს. აქედან პროკურატურამ პატიმრობა 6-ჯერ მოითხოვა. 9 ბრალდებიდან თავდაცვის ყოფილი მინისტრი 5-ში გამართლდა, ერთში გაამტყუნეს, 3 საქმე კი ძიეიბს პროცესშია. ბოლოს პატიმრობა მას 4 თვის წინ შეეფარდა. მისჯილი კი მხოლოდ ერთ საქმეზე აქვს, თუმცა განაჩენის გამოტანის შემდეგ ის პრეზიდენტმა შეიწყალა. 

ჯერჯერობით უცნობია, მოახდენს თუ არა საქართველოს მთავრობა ევროსაბჭოს რეკომენდაციებზე რეაგირებას და შეიცვლება თუ არა ბაჩო ახალაიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის ფორმა. 

დღის ამბები