ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში თბილისშია. ჯეიმს აპატურაი ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას თავდაცვის სამინისტროში გამართავს. კონსულტაციების დასრულების შემდეგ ნატოს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. დავით უსუფაშვილისა და ჯეიმს აპატურაის აუდიენცია 12 საათზეა დანიშნული. აპატურაი პრემიერ-მინისტრს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარესთან დეტალურად განიხილება ის შესაძლებლობები და ახალი ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს თვისობრივად ახალი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებით აქვს აღებული.